|
2023-09-14 09:24:22, 1192 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს უწოდებს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს უწოდებს. რეზოლუციის თანახმად, სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არა მხოლოდ პუტინის და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობის შესაძლო დანაშაულები. "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი გახდა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას უკრაინისთვის მიყენებულ ნგრევასა და ზარალზე",- აღნიშნულია რეზოლუციაში. გარდა ამისა, რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს მოუწოდებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის, კაცობრიობისა და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს "გაფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები" რუსეთის წინააღმდეგ. ევროპარლამენტმა ასევე შესთავაზა ხელისუფლებებს ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციების გამოყენება, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)