|
2023-09-13 16:27:50, 933 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - რუსეთში შესვლის პირველივე წუთიდან საბრძოლო სული ვიგრძენი - იმედია, ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში
რუსული არმია და რუსი ხალხი ბოროტების დასასჯელად წმინდა ბრძოლაში დიდ გამარჯვებას მოიპოვებს,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტით მყოფმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა. კიმ ჩენ ინის თქმით, რუსეთი "თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის". "რუსეთის მიწაზე შესვლის პირველივე წუთიდან ვიგრძენი საბრძოლო სული... იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში",- თქვა კიმ ჩენ ინმა და ხაზი გაუსვა, რომ სურს, განავითაროს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეისთვის „პირველი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობაა“. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ლიდერების შეხვედრა და მოლაპარაკებები ამურის რეგიონში, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" გაიმართა. კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. მისმა შეჯავშნულმა მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა. აღნიშნულის პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს. ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე უპასუხეს კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებით, მოსკოვს ვაშინგტონის გაფრთხილება არ აინტერესებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)