|
2023-09-12 19:32:59, 950 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა პოლონეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს
უკრაინა პოლონეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შმიგალი აღნიშნავს, ომისა და რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირების მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას იცავს. „ჩვენ არ გვაქვს და არ გვქონია პოლონელი ფერმერებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა. ძალიან ვაფასებთ პოლონელი ხალხისა და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას, თუმცა სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, - წერს დენის შმიგალი. ცნობისთვის, 11 სექტემბერს, პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი დაბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუ ევროკომისია ემბარგოს არ გაახანგრძლივებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)