|
2023-09-12 11:19:36, 972 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებით, მოსკოვს ვაშინგტონის გაფრთხილება არ აინტერესებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილება არ აინტერესებს. პესკოვის თქმით, კრემლისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესებია. "რუსეთი არ არის დაინტერესებული ვაშინგტონის გაფრთხილებით. ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის განხორციელებისას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესები და არა ვაშინგტონის გაფრთხილებები. ჩვენ ორი ქვეყნის ინტერესებზე გავამახვილებთ ყურადღებას",- აცხადებს პესკოვი. ცნობისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში უკვე ჩავიდა. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)