21:33 - 08 Jul, 2026
|
2023-09-11 23:24:52, 869 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს
კიმ ჩენ ინის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს არ მიაწოდოს და არ მიყიდოს იარაღი რუსეთს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ვალდებულია დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა მიიღო. "როგორც ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ დისკუსიები სავარაუდოდ გაგრძელდება კიმ ჩენ ინის რუსეთში მოგზაურობის დროს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო და არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)