10:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 12:17:59, 937 ნახვა

ეკონომიკა
კორეაში გამართულ საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორის ფესტივალზე „Daejeon International Wine Festival“ ქართული ღვინის 16 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველო წელს ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

„ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე  ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.

გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეის ბაზარი, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია.

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს  გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics