07:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 09:31:02, 685 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მინდა, ვუთხრა გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ - ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა

სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი უწყება იყო მობილიზებული, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა.

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა. პირველივე წუთებიდან, როგორც ლანჩხუთის, ისე ოზურგეთის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დღესაც გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა. კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას სხვადასხვა გზით ცდილობს.

„მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობს. მადლობა მერებს, მერიის თანამშრომლებს, პარტია „ქართული ოცნების“ აქტივს, მხარდამჭრებს. მათ, ვინც დაკავებულები არიან ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებით. თითოეულ ოჯახთან მიდიან ჩვენი წარმომადგენლები, არის ცხელი ხაზი, სადაც ზარები ფიქსირდება. ყველა ოჯახიდან გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც საშიშ ადგილებში ცხოვრობენ, ეს ღონისძიებები გაგრძელდება. მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics