|
2023-09-10 18:23:15, 1067 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - G20-ის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის
„დიდი ოცეულის“ (G20) დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონის თქმით, რუსეთის ფედერაცია სამიტიდან იზოლირებული გამოვიდა. „დიდი ოცეულის“ შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. დღეს „დიდი ოცეულის“ წევრების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის ომს გმობს“,- განაცხადა მაკრონმა. აღსანიშნავია, რომ სამიტზე შეთანხმებულ დეკლარაციას აკრიტიკებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში განცხადება და დეკლარაციის ტექსტის წითელად ჩასწორებული ვერსია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ G20-ს საამაყო არაფერი აქვს. G20-ის ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გუშინ, 9 სექტემბერს შეათანხმეს. დეკლარაციაში არ არის საუბარი უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობაზე. დოკუმენტის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ომმა და ძალადობამ ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)