21:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 14:11:15, 1085 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი G20-ის დეკლარაციაზე - საამაყო არაფერია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციას აკრიტიკებს.

უკრაინის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება და დეკლარაციის ტექსტის წითელად ჩასწორებული ვერსია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ G20-ს საამაყო არაფერი აქვს.

"დიდმა ოცეულმა" საბოლოო დეკლარაცია მიიღო. მადლობელი ვართ პარტნიორების, რომლებიც ცდილობდნენ ტექსტში მკაცრი ფორმულირებები შეეტანათ, თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის თვალსაზრისით, "დიდ ოცეულს" საამაყო არაფერი აქვს",- წერს ნიკოლენკო.

ცნობისთვის, G20-ის ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გუშინ, 9 სექტემბერს შეათანხმეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics