|
2023-09-08 17:23:04, 791 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ
მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაა ინდოეთში, G20-ის სამიტის დაწყებამდე ისაუბრა. როგორც მიშელი აღნიშნავს, რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" დატოვების შემდეგ უკრაინული პორტების ბლოკირებასა და მათზე თავდასხმას ახდენს, რაც აუცილებლად უნდა შეჩერდეს. "მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის დეფიციტს განიცდის. უკრაინაზე თავდასხმით, კრემლი მათ იმ სურსათის გარეშე ტოვებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ. სამარცხვინოა, რომ რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" დატოვების შემდეგ უკრაინული პორტების ბლოკირებას ახდენს და მათზე თავდასხმას ახორციელებს. ეს უნდა შეჩერდეს. მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა მიშელმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)