|
2023-09-06 16:26:39, 717 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია გორში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათგან მოსავლის აღებისა და დაბინავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ, ერთი მხრივ, ვეხმარებით ფერმერებს ინტენსიური ბაღების მოწყობაში და ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია მოწყობილი, საიდანაც ველოდებით როგორც რაოდენობრივად კარგ, ისე მაღალი ხარისხის მოსავალს. გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობაშიც აქვთ ჩვენი მხარდაჭერა, მხოლოდ შიდა ქართლში ათეულობით სამაცივრე მეურნეობაა მოწყობილი. ეს მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რათა ჰქონდეთ სტანდარტების შესაბამისად მოსავლის შენახვის და შემდგომ უკვე ეტაპობრივად რეალიზაციის პირობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ვაშლის მოსავლის ამღები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკა, რომელიც ფერმერმა სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიძინა. შპს „იბერია გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 10 ჰა-ზე ფლობს ვაშლის ბაღს, მათ შორის, პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, 2021 წელს, 5 ჰა-ზე გააშენა ვაშლი და მოაწყო ჭაბურღილი, რისთვისაც სოფლის განვითარების სააგენტოდან მიიღო თანადაფინანსება 50,000 ლარი. 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის კომპანიამ 2023 წელს ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამით „დანერგე მომავალი“, საიდანაც მიიღო თანადაფინანსება 64,000 ლარი. კომპანია მიღებული მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. ფერმერმა ირაკლი ედილაშვილმა აღნიშნა, რომ ბაღის დაზღვევა თითეული ფერმერისთვის აუცილებელია, მითუმეტეს როდესაც ეს პროცესი ფინანსურად გაცილებით გამარტივებულია და დაზღვევის დაახლოებით 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)