16:50 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 12:24:06, 776 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსი - თუ საქართველო EU-ს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების, არამედ იმის გამო, რომ რბოლიდან არ ამოვარდეს

თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების, არამედ იმის გამო, რომ რბოლიდან არ ამოვარდეს,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლოს არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ისინი უკვე კანდიდატები არიან.

"წინასწარ ვერ ვიტყვი, რა მოხდება, მაგრამ შემიძლია ვარაუდები გამოვთქვა. ჩემი აზრით, წლის ბოლოს არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ისინი უკვე კანდიდატები არიან. თუ ასე მოხდა, საქართველო ალბათ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა რბოლიდან არ ამოვარდეს. ეს იქნება არა მიღწევებისა და პროგრესის გამო, რომლებსაც ვერ ვხედავთ, არამედ იმის გამო, რომ საქართველო სცენაზე დარჩეს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა ყველაფერი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ",- განაცხადა ლინკევიჩუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics