18:09 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 15:57:17, 1146 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ, მკაფიოდ დააფიქსირეს ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა

რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა. ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ,-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა მკადიოდ დააფიქსირა.

"იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ, მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა. ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას. მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics