18:10 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 18:42:38, 959 ნახვა

პოლიტიკა
როიტენი იმპიჩმენტზე - მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ერთდროულად სასაცილოცაა და სამწუხაროც

ევროპარლამენტარი ტეის როიტენი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია.

"მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ერთდროულად სასაცილოცაა და სამწუხაროც. მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია", - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics