12:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 19:17:58, 1588 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის ცის დასაცავად დაახლოებით 160 F-16 გვჭირდება

ჩვენ დაახლოებით 160 გამანადგურებელი გვჭირდება, რათა ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.

"დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. საერთო ჯამში, ჩვენ დაახლოებით 160 გამანადგურებელი გვჭირდება, რათა ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა. ახლა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუმცა ცოტა გვიან, რადგან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა. F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად. ჩემი ვარაუდით, F-16-ები უკრაინის ცაზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტურუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics