23:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 10:23:33, 881 ნახვა

მსოფლიო
აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი AIM-9M-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS-ის რაკეტებს, 155მმ და 105მმ საარტილერიო ჭურვებს, განსანაღმ აღჭურვილობას, „ჯაველინებსა“ და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს.

„სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ ვაცხადებთ, რომელიც დაეხმარება უკრაინას საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ხალხი დაიცვას. ეს პაკეტი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეიცავს, რომლებიც უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმარება...

რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი დასრულება უკრაინიდან საკუთარი ჯარების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანი იქნებიან უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება“,- განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics