|
2023-08-24 17:00:52, 838 ნახვა
საზოგადოება
„მაზდა ცენტრი თეგეტაში“ Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს
„მაზდა ცენტრი თეგეტაში” ყველაზე გაყიდვად მოდელებზე, Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე, ფასდაკლების აქცია დაიწყო. ცენტრში ორივე ავტომობილი სხვადასხვა კომპლექტაციითაა წარმოდგენილი და კომპანიის შეთავაზება თითოეულ მათგანზე ვრცელდება. Mazda CX5 SUV კატეგორიას განეკუთვნება და იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ავტომობილი გამორჩეულია დიზაინით, ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლებით. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ. მაზდას ცენტრში მისი სამი სხვადასხვა ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე კომპლექტაცია ერთი და იგივე მოდელია, მანქანებს, რა თქმა უნდა, ბევრი საერთო აქვთ, თუმცა მცირე განსხვავებები მაინც შეინიშნება. CX5 წარმოდგენილია 2.0 და 2.5 მოცულობის ძრავებით, ყველა მათგანს 6-სიჩქარიანი, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს, სიმძლავრე კი - ოდნავ განსხვავებული. 2WD Core, AWD Core და AWD High კომპლექტაციები მართვის სხვადასხვა სტილსა და მძღოლის პრიორიტეტებს ითვალისწინებს. ხაზგასასმელია ამ მოდელების ტექნიკური უპირატესობებიც. უახლეს CX 5-ებში მომხმარებელი ისეთ ფუნქციებს შეხვდება, როგორებიცაა: უკონტაქტო დაქოქვის სისტემა, წვიმის სენსორი, ხმის 7 გამაძლიერებელი, საჭის გათბობა და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ მაღალი კომპლექტაციის მოდელში ჩამონტაჟებულია BOSE-ის საუნდსისტემა. CX 5 მოდელების საწყისი ფასი 74,465 ლარიდან 97,785 ლარამდე მერყეობდა, კომპლექტაციების მიხედვით. ახლა კი აქციის გათვალისწინებით საფასური 70,225 ლარიდან 81,885 ლარის ფარგლებშია. ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „მაზდა ის ბრენდია, რომელიც არცერთ მომხმარებელს დატოვებს გულგრილს. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, გამორჩეული მოდელები ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობებით შევთავაზოთ. ეს შეთავაზება წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ავტომოყვარულებთან დასაახლოებლად, რომლებსაც სურვილი აქვთ, მაზდას შესაძლებლობები გამოცადონ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ“.
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ აქცია ვრცელდება Mazda 6-ის სხვადასხვა კომპლექტაციის მოდელებზეც. თუკი მოდელების საწყისი ფასები 76,585 ლარიდან იწყებოდა, ახლა მისი შეძენა 55,385 ლარად არის შესაძლებელი. ტექნიკური მახასიათებლების სია საკმაოდ ვრცელია. კომპლექტაციები მოიცავს უკონტაქტო დაქოქვის სისტემას, კრუიზკონტროლს, წვიმის სენსორებს, აუდიომოწყობილობებსა და სხვა. MAZDA 6 SKYACTIV HIGH გამოირჩევა 360°-იანი კამერით, ტყავით გაწყობილი მულტიფუნქციური საჭით, შიდა სარკით, რომელსაც ავტომატური დამუქების ფუნქცია აქვს, და მძღოლის სავარძლის 10 მიმართულებით რეგულირებით. ამასთანავე, ეს კომპლექტაცია ხასიათდება HEAD UP DISPLAY და ხაზის გადაკვეთის სისტემებით. „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ აქცია უკვე დაწყებულია და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მსურველებს მოდელების ნახვა და შეძენა მაზდას შოურუმში, ბელიაშვილის 142 ნომერში შეუძლიათ. -- „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)