|
2023-08-24 14:50:47, 618 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანი ავსტრიის ახალ თავდაცვის ატაშეს შეხვდა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანსა და და ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ გეორგ დიალერს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და დიპლომატებს მადლობა გადაუხადა. „მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს, თავდაცვის ძალების თავსებადიბის ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას მოემსახურება. შეხვედრაზე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის მოადგილემ ავსტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს ინფორმაცია მიაწოდა რეფორმების შესახებ, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)