|
2023-08-23 16:23:40, 867 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი ლოკაცია დასუფთავდა, სადაც უკანონოდ იყო განთავსებული სამშენებლო ნარჩენი
დასუფთავების მორიგი აქცია გლდანის რაიონში ჩატარდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები მუხიანში - ნოზაძის ქუჩიდან, გლდანის I მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და ზაჰესში - შოთაძის ქუჩიდან გაიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ნოზაძის ქუჩაზე ნარჩენების შემკრები ექვსი ახალი კონტეინერიც განთავსდა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟდა ფოტოხაფანგი. დასუფთავების შემდეგ, სამივე ტერიტორია მოირეცხება. „მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ. საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.ge“, აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)