00:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 13:55:09, 908 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუ დასავლეთი ვალდებულებებს შეასრულებს

რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუ დასავლეთი რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ყველა ვალდებულება უყურადღებოდაა დატოვებული.

"18 ივლისიდან მოყოლებული ჩვენ უარი ვთქვით ამ ე.წ. შეთანხმების გახანგრძლივებაზე. ჩვენ მზად ვიქნებით, ხელახლა შევუერთდეთ მას, მაგრამ, ჩვენ მას დავუბრუნდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ ყველა ვალდებულება ნამდვილად შესრულდება. [...] რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შემზღუდავი სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ამ შეთანხმების არცერთი პირობა არ შესრულდა. რუსეთთან მიმართებით ყველა ვალდებულება უყურადღებოდაა დატოვებული",- განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics