17:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 16:01:28, 1391 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - დიდი ალბათობით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს - სხვა გზა არ გვაქვს

დიდი ალბათობით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს,- ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

"ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ნაწილია, რომელიც ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ. უფრო მეტიც, ჩვენ მას დიდი ალბათობით,  სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ეს  მაშინ მოხდება, თუ აგრესორმა ქვეყანამ მაინც ვერ გაიგო, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. მხოლოდ რუსეთის ყირიმის ტერიტორიიდან განდევნით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

რთული იქნება? დიახ, რთული იქნება. ფარულად შეეცდებიან დაგვიყოლიონ? დიდი ალბათობით, შეტყობინებებს გამოაგზავნიან“,- განაცხადა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics