|
2023-08-21 17:32:19, 691 ნახვა
საზოგადოება
TI - მოვუწოდებთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს აღასრულოს სასამართლოს განჩინება და აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება უზრუნველყოს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც გამოცდების ცენტრი უარს ამბობს სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებასა და აბიტურიენტის დამატებით საგამოცდო სესიაზე დაშვებაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლოს განჩინების აღსრულებისაკენ და აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებისკენ მოუწოდებს, წინაააღმდეგ შემთხვევაში კი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ დაიწყონ გამოძიება და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. "აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციით მიმართა ცენტრს და მოუწოდა უმაღლესი განათლების უფლების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ დანიშნოს მოთხოვნილი გამოცდა და ამის შესახებ აბიტურიენტს (ს.ბ.) დროულად აცნობოს. მიგვაჩნია, რომ ცენტრის გამოხმაურება სასამართლოს განჩინების აღუსრულებლობაზე და ამით, აბიტურიენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული[3] განათლების უფლების შეზღუდვა დაუშვებელი და დაუსაბუთებელია. ცენტრი განჩინების აღუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზად მის გასაჩივრებასაც ასახელებს მაშინ, როდესაც განჩინებაში მითითებულია, რომ „ღონისძიება ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას და გასაჩივრება ვერ შეაჩერებს მის მოქმედებას.“ აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. აღნიშნული ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე და ძირს უთხრის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ფუნქციონირებას. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კანონისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და გააკეთონ ყველაფერი, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მოქალაქეებს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, იგივე პოზიციას იზიარებს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც, რომელმაც კანონშეუსაბამოდ მიიჩნია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) გადაწყვეტილება, არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე. ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა ცენტრს და ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)