15:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 13:22:35, 1413 ნახვა

ომი უკრაინაში
პროკუდინი - რუსებმა ხერსონის ოლქი 63-ჯერ დაბომბეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 63-ჯერ დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 10 კი დაშავდა.

"ხერსონის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა რეგიონზე 63 შეტევა განახორციელა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადებიდან და თვითმფრინავებიდან. ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 15 ჭურვი ესროლეს.

რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. ხერსონის ოლქში დაზიანებულია მაღაზია, საწარმოს ტერიტორია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ეკლესია",- განაცხადა პროკუდინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics