17:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 09:47:39, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა

აშშ-მა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება დანიისა და ნიდერლანდების თხოვნას, უკრაინაში F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით.

"ამ წერილით გამოვხატავ ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას, როგორც F-16-ის გამანადგურებლების უკრაინაში გადაცემის, ასევე უკრაინელი მფრინავების მომზადებას კვალიფიციური F-16-ის ინსტრუქტორების მიერ",- აღნიშნულია წერილში.

Reuters-ის ცნობითვე, 11 ქვეყნის კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში, დანიაში დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics