|
2023-08-15 18:12:41, 1139 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - შს მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციაზე მივა და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილი განაცხადა. მისივე თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხი საზოგადოების ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს. "რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული", - განაცხადა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)