|
2023-08-14 13:42:28, 778 ნახვა
საზოგადოება
გომელაური შოვზე - დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომელიც ამოსაყვანი იყო და დავტოვეთ
არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომელიც ამოსაყვანი იყო და ჩვენ დავტოვეთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, სტიქიის ზონაში მაღალტექნოლოგიური დრონები მუშაობდა. "ვერტმფრენი ჩამოვიდა, დაახლოებით, 18:00 საათისთვის. მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ. აქ იყო 70 კაცამდე და ეს ხალხი გამოიყვანეს. ამასთან ერთად, მუშაობდა რამდენიმე დრონი - 4-5. ძალიან მაღალი ტექნოლოგიური დრონები ვერტმფრენით შემოფრენზე უკეთ ხედავს. დრონები მუშობდა დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. და კითხვაა - ვერტმფრენით უფრო კარგად გამოჩნდებოდა თუ ღამის ხედვის სითბური დრონიდან? დღე დათვალიერდა ეს ტერიტორიები მთლიანად. არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომელიც ამოსაყვანი იყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შეძლებოდა, მაშველები მაინც შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ - ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი და ჩაფლული",- განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)