|
2023-08-14 12:26:45, 741 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი შოვზე - ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირე თეორიული შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს
ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირე თეორიული შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია და შესამოწმებელია, დაახლოებით, 25-26%. "ინტენსიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი - მინისტრი ატარებდა თათბირს. ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა ავტომანქანა, რომელშიც ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დაარჩენილია, დაახლოებით, 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება. დღეს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა მინისტრთან",- განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)