|
2023-08-13 11:26:38, 595 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე - 37 ორგანიზაციაა ჩართული მუშაობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და გაზრდის სამუშაო არეალს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის ხელმძღვანელობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამოქალაქო კომიტეტს 8 ახალი ორგანიზაცია შეუერთდა. ჯამში, 37 ორგანიზაციაა ჩართული მუშაობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და გაზრდის სამუშაო არეალს. „კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, ვიმსჯელეთ, ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, 2024-2027 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სამოქმედო გეგმაზე. კომიტეტის წევრები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ერთობლივი მუშაობა ოპტიმალური მიდგომების ჩამოყალიბების კარგი საშუალებაა, რომელიც წაადგება საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EUD) პროგრამის მმართველმა, ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ღიაა იმ პროცესებში, რომლებიც ევროკავშირში დამკვიდრებულ მიდგომას - ადგილობრივი ჯგუფების განვითარებას უკავშირდება. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველმა ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სფეროს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან თავსებადობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელ ამოცანებს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სამოქალაქო სექტორის ხედვა სამ სტრატეგიულ მიზანთან: კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები; ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები დაკავშირებით. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ახალი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესის, ასევე, საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციები.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)