03:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 17:36:14, 996 ნახვა

მსოფლიო
BBC - მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6-ის მდგომარეობა მძიმეა

მოსკოვის ოლქში, ქალაქ სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სამედიცინო დახმარება 52 ადამიანს დასჭირდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 20 სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მათ შორის 6 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

"აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. საწყობი კომპანია Piro-Ross-ს ეკუთვნის, რომელიც ღია წყაროების თანახმად, ფოიერვერკებს აწარმოებს და ასევე, დაკავებულია სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებით.

აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან სრული ევაკუაცია გამოცხადდა. აფეთქების ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები",- წერს BBC.

მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აფეთქება, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმამ გამოიწვია.

გამომძიებლების თქმით, აფეთქების მიზეზი ქარხანაში ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში აფეთქება დღეს, 9 აგვისტოს მოხდა. ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics