03:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 15:35:48, 951 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული

„მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედება შესაძლებელია, თუ დასავლეთი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

ერდოღანმა გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ "მან ვერ შეძლო „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" მიერ შექმნილი პოზიტიური ატმოსფეროს გადაქცევა ცეცხლის შეწყვეტად და შემდგომში კი, გრძელვადიან ზავად".

ცნობისთვის, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics