|
2023-08-08 18:46:58, 724 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე შოვზე - დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების გადარჩენაზე გავლენა არ ექნებოდა
ვინც უშუალოდ არ დაფარულა [მასით], ყველა გადარჩა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რაც შოვში იმ დროს მოხდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, დაუყოვნებლივ რეაგირებას არ ექნებოდა, გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. "ვინც უშუალოდ არ დაფარულა [მასით], ყველა გადარჩა. იქ ხომ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება, აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდეს პერსპექტივების თვალსაზრისით. ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც აი, ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა. თქვენ რომ გქონდეთ შემთხვევა, რომ მაგალითად იქ მატულობდა დროთა განმავლობაში რაღაც მასა და მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს, ასე ხომ ნამდვილად აზრი არ აქვს. იქ რაც მოხდა იმ წუთებში, იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას არ მგონია, რომ გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის [გადარჩენაზე]", - ამბობს სარჯველაძე. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, 16-ს კი ისევ ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)