|
2023-08-04 12:40:52, 650 ნახვა
საზოგადოება
ბითაძე - ვაშაძე მომხრე იყო დერეგულაციისა, რომელიც ენმ-ის დროს განხორციელდა - ბოლო წლებში დაიწყო ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელების აღდგენა
გიორგი ვაშაძე არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო წლების, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელებმა. „ჩვენი პოლიტიკოსები, ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინდელი დღიდან დაწყებული, მთელი დღე ცდილობდა იმას, რომ ეს უდიდესი უბედურება პოლიტიკურ აქტივად გადაექცია - ეს არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში და ასევე ძალიან ბოროტად სარგებლობა საკუთარი უფლებით, რომ ისაუბრონ და თავს მოახვიონ ადამიანებს ის მცდარი შეხედულებები, რომელსაც ისინი ეთერებიდან ქმნიან. სწორედ ის ადამიანები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, რომელიც გუშინ გარკვეულ საკითხებზე საუბრობდა, არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც ამ სახელმწიფოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რომ დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს. რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მოხდა თუ არა გარკვეული საკითხების პრევენცია, ბუნებრივია, მოხდა. ბოლო წლების, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელებმა. დაახლოებით 60-დან 110 სადგურამდე გვაქვს ჯამში ჰიდროლოგიური და მონიტორინგი. ქვეყანას, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს გვაქვს ორი რადარი, რომელიც მეტეოროლოგიური პროგნოზირების ძალიან მაღალ ინფორმაციულ საშუალებას გვაძლევს, რაც ჯამში გვაძლევს იმის საშუალებას, რაც გეოლოგებზე დაყრდნობით ვთქვი, რომ ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი და ხუთი ბუნებრივი მოვლენა. თუმცა, არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის კლიმატის ცვლილება და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ამ რეგიონში, გარდა მიწისძვრისა, რომელიც 90-იან წლებში მოხდა, ასეთი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში და ეს ახალი ერა არის კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)