06:49 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 21:34:39, 879 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში დაკავებული უკრაინელი ქალი - პოლიციამ ხელები ამომიტრიალა, დარტყმაც ვიგრძენი

ბათუმში, აქციაზე დაკავებულმა უკრაინის მოქალაქემ, მარინა ჩობანიანმა განაცხადა, რომ პოლიციამ მას უხეშად და აგრესიულად ეპყრობოდა.

მისივე თქმით, დაკავების მომენტში მას პოლიციამ ხელები ამოუტრიალა და რამდენჯერმე დარტყმაც იგრძნო, რის შედეგადაც სილურჯეები ახლაც აქვს.

"ძალიან უხეშად მექცეოდნენ, ერთი უკიდურესად აგრესიული იყო. დამაკავეს ქუჩაში, სადაც აქციის მონაწილეებიც იყვნენ. მერე წამიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც მარტო პოლიციელები იყვნენ. იქ უკვე ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ. არსებობს ვიდეო დაკავების და იქ ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, ძალის გადამეტება იყო.

დროშა მქონდა შემოხვეული და მხსნიდნენ, რატომ, ვერ მივხვდი. არც უკანონობაა და არც არავის არაფერს უშავებდა. შოკში ჩავვარდი, როდესაც მხსნიდნენ დროშას და ხელი ჩავჭიდე. ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს", - აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics