|
2023-07-28 09:44:37, 996 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც რუსეთის ახალი პროვოკაცია მშვიდობიანად გააპროტესტა
ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციას. პრეზიდენტის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. "ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის",- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა. მანამდე, გემიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს. "აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. მისი ტერიტორია არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი და არც საქართველო. "სამხრეთ ოსეთის" შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ, ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი",- თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ. საკრუიზო გემის შემოსვლამდე, განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და განმარტა, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლა კომერციული ხასიათის იყო. სააგენტო ირწმუნებოდა, რომ გემი, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურებოდა, რეგისტრირებული იყო სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდებოდა.
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)