|
2023-07-25 11:21:59, 1800 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე შეტევას გააგრძელებს
უკრაინა გააგრძელებს შეტევას ყირიმსა და ყირიმის ხიდზე,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა CNN-თან საუბრისას განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, აღნიშნული ქმედება ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. „ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას”,- განაცხადა რეზნიკოვმა. შეკითხვას არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ გათიშვა, რეზნიკოვმა ასე უპასუხა: "ნორმალური ტაქტიკაა, გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო მეტი საბრძოლო მასალის, მეტი საწვავის, მეტი საკვების და ა.შ. მიღება. ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ". შეგახსენებთ, 17 ივლისს, ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქეება უკრაინის სპეცოპერაცია იყო, რომელშიც უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)