|
2023-07-22 15:53:17, 1056 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად რელევანტურია, როდესაც ქალბატონი ელჩი ასე დაკვირვებით კითხულობს პარლამენტის წევრების სტატუსებს
საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად რელევანტურია, როდესაც ქალბატონი ელჩი ასე დაკვირვებით კითხულობს პარლამენტის წევრების სტატუსებს და არ კითხულობს FARA-ს მასალას, რომლითაც ცნობილი გახდა როგორი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ,- ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. მათიკაშვილის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ კელი დეგნანმა კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. „საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს რამდენად რელევანტურია და არის თუ არა ღიმილის მომგვრელი ის მოცემულობა, როდესაც ქალბატონი ელჩი ხანდახან ასე დაკვირვებით კითხულობს ზოგიერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრების ემოციურ სტატუსებს, მათზე რეაგირება და რეაქცია აქვს და არ კითხულობს აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, ფარას სისტემას ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულს, ქალბატონი ელჩის მიერ რუსულ კანონად მონათლულ კანონს, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და სწორედ ამ კანონის და ამ ჩანაწერების საფუძველზე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორი შეთქმულება მზადდებოდა და ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორ იყო ამ ვერაგულ და მტრულ ქმედებებში ჩართული სააკაშვილის ოჯახი და რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალებების მიმცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთიანობაში ეს ყველაფერი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას აარიდა ქალბატონმა ელჩმა თავი და თითქოს თავი იმართლა ამ სიტუაციაში, არადა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)