14:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 14:26:09, 1512 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, გურჯაანში, DATA BOOTCAMP-ი ჩატარდა. მონაწილეებს შორის „თიბისიმ“ ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც „თიბისის“ Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP-ის სამ დღიან ინტენსიური ტრენინგების ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულმა, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებმა AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს.

შემაჯამებელ, დემო, დღეზე მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეები, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებულმა, ქართველმა წამყვანმა სპეციალისტმა შეაფასეს. „თიბისის“ მხრიდან, მონაწილეებს, MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი აფასებდა.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics