|
2023-07-20 13:18:48, 1385 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელი ბაზის პროექტზე ვიწყებთ მუშაობას
ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანთან მიშელ ვიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ფედერაცია დადებითად აფასებს ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს და საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ საქართველო დღეს უკვე არის ყოველწლიური სათხილამურო ჩემპიონატების მსოფლიო კალენდრის ნაწილი. „სასიხარულო და საამაყოა, რომ გუდაური და ბაკურიანი მიმდინარე წლის ბოლოდან მომდევნო წლების განმავლობაში ყოველწლიურად უმასპინძლებს მსოფლიო თასებს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მორიგი აღიარებაა და უდიდესი შესაძლებლობაა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად, იწყება მუშაობა სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელ პროექტზე, რომელიც განხორციელების შემთხვევაში, თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით რეგიონში პირველი მსგავსი ტიპის, მაღალი დონის სპორტული ბაზა იქნება. „ვიწყებთ მუშაობას მორიგ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელი ბაზის დაარსებას გულისხმობს. პროექტის განხორციელება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების საფუძველზე მოხდება. პირველ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება რეგიონის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით და სვანეთი უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლისათვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)