|
2023-07-20 10:55:27, 750 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამომხატველი
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, სულ მცირე, წუხილის გამომხატველი,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსს არ ეთანხმება. “სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით უფრო მეტს და, რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულიად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამოხატვის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, და აქ საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს მხოლოდ და მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გადატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი“,- განაცხადა ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა პოლონელ ექიმებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სრულიად არაეთიკური ქცევის გამო მათთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება, თუმცა, პატიმარ სააკაშვილის ოჯახს მათთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)