|
2023-07-19 14:59:14, 838 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს
ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები "არა და არასდროს" უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. "რა თქმა უნდა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბიშვილზე, რომ მან სიტყვები უკან წაიღოს "არა და არასდროს", ზეწოლა გაგრძელდება უფრო მძლავრი, თუმცა მე მგონია, რომ იმდენად მყარი პოზიცია აქვს დაფიქსირებული თავის დროზე პრეზიდენტს, რომ ამ სიტყვების უკან წაღება გაუჭირდება და გვარამიას "ქეისიდან" განსხვავებით აქ მისი გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც მასზე ზეწოლის ავტორებს სურთ ალბათ არ იქნება, თუმცა ეს ვარაუდია მხოლოდ. რაც უფრო პრინციპულ პოზიციაზე დარჩება საქართველოს პრეზიდენტი თავის პოზიციაზე, მით უფრო გაძლიერდება მის მიმართ ზეწოლა",- განაცხადა მდინარაძემ.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)