08:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 17:46:32, 1256 ნახვა

მსოფლიო
პუტინი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებას დათანხმდა - AFP

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებას დათანხმდა. 

აღნიშნულ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

„ჩვენ ვემზადებით პუტინთან შესახვედრად აგვისტოში და შევთანხმდით შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე“,- თქვა ერდოღანმა, როგორც ამას AFP იტყობინება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რუს ოფიციალურ პირებს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ "მარცვლეულის შეთანხმებით" გათვალისწინებული არცერთი პირობა შესრულებული არ იყო, რის გამოც, რუსეთი მზად იყო, "მარცვლეულის შეთანხმება" შეეჩერებინა.

პუტინის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობა შესრულდებოდა, ქვეყანა შეთანხმებას ისევ დაუბრუნდებოდა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics