10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 10:51:10, 1023 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე - რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება

რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება,- ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მიიღო თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში გადასცეს ჭურვები უკრაინელებს.

"ჩემი მხრიდან ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, მე ეს საკითხი განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. ეს არის ომი, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან და მათ ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა, ჩვენ კი ცოტა გვაქვს, ამიტომ რაც საბოლოოდ გავაკეთე, მივიღე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში დავუშვა ჭურვები უკრაინელებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics