10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 21:23:40, 1179 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა

ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ ძალიან კარგი საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვილნიუსში ალიანსის წევრები გადაწყვეტენ, რომ გაზარდონ მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე განაახლონ პოლიტიკური კავშირები და დააახლოვონ უკრაინა ნატოსთან.

„ძალიან კარგი საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების შესახებ“, - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics