20:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 11:20:32, 803 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - დღეს, 17:00 საათიდან რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, 3 ივლისს, 17:00 საათიდან რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადგურ მარელისთან, სადაც 1-ელ ივლისს მეწყერი ჩამოწვა,  გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

"სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: 
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18:20; #812 თბილისი-ბათუმი 0:35; #811 ბათუმი-თბილისი 0:45; #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25; #874 თბილისი-ფოთი 17:30",- ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics