|
2023-06-29 14:53:43, 878 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - არაფერი ახალი არ არის რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება
არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არ არის არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ეს არის მოცემულობა, ყველაფერი დანარჩენი კონსპირაციაა. როგორი კონსპირაციაც, ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაცია, ტყუილიც იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაციებია ეს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს 29 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებს.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)