|
2023-06-28 15:59:22, 851 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ევროკავშირის სამედიცინო მისიას არ უშვებენ, რადგან ეშინიათ EU-მ მოწამვლის კვალი არ აღმოაჩინოს
ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა, ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ეშინია, ევროკავშირმა მოწამვლის კვალი არ აღმოაჩინოს. "ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა, ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. ხან რას იგონებენ, ხან რას. თავისი “ჟულიკური” სქემებით, როგორც ნამდვილი კრიმინალები, გამოირჩევიან სრული ცრუპენტელობით. „პრემიერი“ და „იუსტიციის მინისტრი“ საჯაროდ ამბობენ - "როცა უნდა მაშინ შემოვიდნენო” და მერე ყველაფერს აბრალებენ პენიტენციურ დეპარტამენტს. რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი, არ თქვას, რომ მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ესენი აღწერენ. ამასთანავე, წელავენ დროს, რათა სტრასბურგში დროულად არ მოხდეს ინფორმაცია, როგორც სპეციალურად არ შემოუშვეს მისია მაშინ, როცა დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი წყდებოდა, რათა სასამართლო დაყრდნობოდა პენიტენციური დეპარტამენტის და მათი კონტროლირებადი “ვივამედის” მასალებს",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)