|
2023-06-26 14:19:19, 754 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - როდესაც გეოპოლიტიკურად რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, „ოცნებამ“ უუნარობა გამოაჩინა
დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს. ბეჟაშვილის თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია არ აქვს. “ქართული ოცნების“ მთავრობას არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია. ბოლო დღეების განმავლობაში ეს კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, „ქართულმა ოცნებამ“ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა კვლავ. მიგრაციასთან მიმართებაში არ აქვს ხედვა, უსაფრთხოების სისტემებთან მიმართებაში არ აქვთ ხედვა. შესაბამისად, დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)