13:04 - 22 Jul, 2026
|
2023-06-25 16:55:40, 756 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი, ასევე მზად ვართ, ჩვენი ექიმები გავაგზავნოთ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. როგორც პოდოლიაკმა ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა ასევე მზადაა, საქართველოში ექიმები გააგზავნოს. "უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, მიიღოს თავისი მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეც ყოველ ჯერზე ამას ვამბობ. გასულ წელს, ამ თემაზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი. გარდა ამისა, მზად ვართ, გავაგზავნოთ ჩვენი ექიმები ან საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გასამგზავრებლად დავეხმაროთ, რათა აუცილებელი სამედიცინო დახმარება მიიღოს",- ამბობს პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)