|
2023-06-23 15:11:42, 760 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი გვარამიას შეწყალებაზე - მედიის თავისუფლებისა და ევროატლანტიკური მიმართულებისთვის მისასალმებელია
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. როგორც შერაზ გასრიმ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვისა და მედიის თავისფულებისთვის მისასალმებელია. "მისასალმებელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვის, მედიის თავისუფლებისა და ევროატლანტიკური მიმართულებისთვის", - წერს შერაზ გასრი. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)