|
2023-06-23 11:43:37, 1244 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიანე გვარამიას შეწყალებაზე - ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. იუკნევიჩიანეს თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. "მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია",- წერს იუკნევიჩიანე. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)